თეგი: ჰულუსი აკარი
ჰულუსი აკარმა და ლოიდ ოსტინმა უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების საკითხი განიხილეს
ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით თურქული მედია ავრცელებს. სატელეფონო საუბრისას აკარმა და ოსტინმა გაცვალეს ინფორმაცია და მოსაზრებები თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, კერძოდ, უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდებაზე, ტერორიზმთან ბრძოლაზე, თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობებსა და F-16-ების მიწოდებაზე. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მარცვლეულის გადაზიდვის ინიციატივა კონფლიქტის პირობებს უნდა გამოეყოს
თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ჰულუსი აკარმა მარცვლეულის გადაზიდვის საკითხი განიხილა უკრაინელ კოლეგას ოლექსი რეზნიკოვთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ ოლექსანდრ კუბრაკოვთან. აკარის თქმით, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანი მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის ბევრად უფრო სწრაფი და მოსახერხებელია, ვიდრე სახმელეთო მარშრუტი. „მარცვლეულის გადაზიდვის ინიციატივა, რომელიც წმინდა ადამიანური საქმიანობაა, უნდა გამოვყოთ კონფლიქტის პირობებს“, - განაცხადა აკარმა სატელეფონო საუბრების დროს. მისივე თქმით, „თურქეთი გაგრძელებს თავისი როლის შესრულებას რეგიონში მშვიდობისა და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად ყველა დონეზე. უკრაინა, თურქეთი და გაერო, თურქეთის წყლებში 16 გემის გადაადგილების გეგმაზე, მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცახდა. 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
რა საკითხები განიხილა თავდაცვის მინისტრმა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან
სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. პირველი შეხვედრა ჯუანშერ ბურჭულაძემ მასპინძელი ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ჰულუსი აქართან გამართა. „საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან საუბრისას, ყურადღება საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში წარმატებულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გაამახვილა და თურქეთის მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თურქეთმა საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა ტექნიკა გადასცა მან საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დახმარება, თურქი ექსპერტების ჩართულობა და მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე კოლეგებმა ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო NATO-სთან თანამშრომლობის საკითხებს, სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო სწავლებების მიმართულებით კავშირების გაღრმავებას. საუბრის ერთ-ერთ წამყვან თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მზარდი საფრთხეები და უკრაინაში რუსეთის აგრესია წარმოადგენდა. საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო. სამმხრივ მინისტერიალს წელს თურქეთის რესპუბლიკა მასპინძლობს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვსაც შეხვდა. ქართული მხარის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივად განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია ენერგეტიკული პროექტის განხორციელება, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთისა ხელმძღვანელმა პირებმა ხელმოწერით დაადასტურეს. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზეც ისაუბრეს, მათ შორის სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობასა და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე. აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი წლების განმავლობაში რეგულარულად იმართება და მას მონაწილე ქვეყნები როტაციის პრინციპით მასპინძლობენ. წელს მინისტერიალი თურქეთის რესპუბლიკაში ტარდება.
ჰულუსი აკარი: როგორც ჩანს, ეს ომი უკრაინაში მარტივად არ დასრულდება
თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარის თქმით, მის ქვეყანას სურს უკრაინის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ, სამწუხაროდ, ომი მომავალ წელს გაგრძელდება. აკარის თქმით, თურქეთს სურს, რომ მხარეები შეთანხმდნენ უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტაზე. მოგვიანებით, კი ალბათ, მოლაპარაკებები დაიწყება. „თურქეთი აგრძელებს დაჟინებულ და მტკიცე მუშაობას ამ საკითხზე. ჩვენ მომხრე ვართ, რომ ომი დასრულდეს და მშვიდობამ დაისადგუროს ", - განაცხადა მინისტრმა. ამასთან, აკარმა გაიხსენა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ ცნობს ყირიმის ანექსიას. „როგორც ჩანს, ეს ომი მარტივად არ დასრულდება. აშშ-ს, ევროპისა და დასავლეთის მხარდაჭერა გრძელდება. შესაბამისად, არის მზადება, არის გეგმები, არის თანხა ბიუჯეტში. მეორე მხრივ, ეს ომი სავარაუდოდ გაგრძელდება 2023 წელს, მიუხედავად ჩვენი კეთილი განზრახვისა, ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის სურვილისა“, - დასძინა მინისტრმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჰულუსი აკარი: ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მშვიდობა და სტაბილურობა, გვინდა, რომ სომხეთმა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
„აზერბაიჯანთან ჩვენი ძმობა გაგრძელდება. ჩვენ ვმუშაობთ აზერბაიჯანის არმიის მოდერნიზაციაზე, წვრთნასა და აღჭურვაზე", - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა. მისივე თქმით, ზანგეზურის დერეფანი და მასში გამავალი რკინიგზა და გზები, რეგიონის ეკონომიკისთვის, სოციალური ცხოვრებისა და უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით ფასეულია. „აუცილებელია, სომხეთმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ მეგობრობის ხელის გაწვდენას სათანადოდ უპასუხოს. სხვისი გავლენის ქვეშ ოცნებას აზრი არ აქვს. მოდით, გადავხედოთ ფაქტებს, გავაფორმოთ შეთანხმება გონივრული პირობებით. უზრუნველვყოთ მშვიდობა და სტაბილურობა, ვიცხოვროთ კომფორტულად და მშვიდად. ჩვენ გვინდა, რომ სომხეთმა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა“, - აღნიშნა ჰულუსი აკარმა.
თურქეთი იმედოვნებს, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელსაც ვადა 18 მარტს ეწურება, გაგრძელდება
თურქეთი იმედოვნებს, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელსაც ვადა 18 მარტს ეწურება, გაგრძელდება. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. „ორივე მხარეს (რუსეთსა და უკრაინას) აქვს პოზიტიური დამოკიდებულება და ჩვენ გვჯერა, რომ ეს გაგრძელდება“, - განაცხადა ჰულუსი აკარმა. თურქეთის ძალისხმევის შედეგად, მარცვლეულის გარიგება 19 ნოემბრიდან კიდევ 120 დღით გაგრძელდა. გასული წლის ივლისში თურქეთმა, გაერომ, რუსეთმა და უკრაინამ სტამბოლში ხელი მოაწერეს მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას, რომლებიც 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შეჩერდა.