ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით თურქული მედია ავრცელებს.
სატელეფონო საუბრისას აკარმა და ოსტინმა გაცვალეს ინფორმაცია და მოსაზრებები თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, კერძოდ, უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდებაზე, ტერორიზმთან ბრძოლაზე, თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობებსა და F-16-ების მიწოდებაზე.
სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა.
რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად.