თეგი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი

პრეზიდენტი მმართველ გუნდს: ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ შევალ ამ თამაშში, რომ ეს კანონი „გავაპატიოსნოთ“, გადაიტანეთ მისი ამოქმედების ვადა ნოემბრისთვის

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გუშინ, საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას და რუსულ კანონს. სალომე ზურაბიშვილის შეფსებით, ამას ვერაფერი ვეღარ შეცვლის. „ამას ვერ შეცვლის ვერანაირი დათვლა თუ გადათვლა  - ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები, ვითომ სერიოზული, მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან, რამდენი ადამიანი იყო აქციაზე. არანაირი დათვლა არ არის საჭირო - ყველას წინაშე წარდგა საზოგადოება, რომელიც ნამდვილად ამზადებს ხვალინდელ დღეს. ხელისუფლებამ აჩვენა დაბნეულობა და ის, რომ ამ რაოდენობის ხალხის წინაშე არანაირი სტრატეგია არ აქვს - თუ არა ის, რაც ახასიათებს ასეთ ხელისუფლებას, როცა უკვე ხალხის ნდობა აღარ აქვს - ტყუილი, მანიპულაცია, რაღაც მიხრა- მოხრა, რათა გაუეგებრობა შეიქმნას, მაგრამ ეს გაუგებრობა ვერ იქნება. ტყილს მიჩვეულნი ვართ - ვიცით, რომ ეს რუსული კანონი ერთხელ უკვე გაიწვიეს და დაიფიცეს, რომ არასდროს აღარ შემოიტანდნენ, თუმცა ისევ დააყენეს ეს საკითხი, რომელიც არავის სჭირდებოდა, მათ შორის - არც თვითონ - მხოლოდ იმისთვის, რომ „ჩვენ რაც გვინდა იმას ვაკეთებთ, არავის ვემორჩილებით,“ და აგერ პასუხი საზოგადოებისა. მანიპულაცია არის, როცა ერთი ხელით რაღაც ცვლილებაზე საუბრობ და მეორე მხრივ, რაც ახლაც გავიგეთ პრემიერის სიტყვებით - ძალადობა, დაშინება, ტერორი, დაპატიმრება სრულიად უდანაშაულო ადამიანების - ვერავის დაარწმუნებთ იმაში, რომ ეს ახალგაზრდები რაღაც დიდ კონსპირაციებს აწყობდნენ, თქვენ თვითონ არ გჯერათ ამის,“ განაცხადა პრეზიდენტმა. მან მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ოპონენტების მისამართით წარმოთქმულ „წარმოუდგენელ შეურაცხყოფას“ შინაგანი მდგომარეობის საშინელი გამოხატვა უწოდა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავად არიან შეშინებულები. როგორც ჩანს, ისიც ვერ გაიგეთ, რომ „ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა „აბა რა არის ამ კანონში რუსული?“ ამას ვერ შეცვლის - წერეთ და იკითხეთ. ეს კანონის არის რუსული, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ დღეს უკვე ეს კანონი სიმბოლო გახდა - წაიღებთ, არ წაიღებთ, შეცვლით, არ შეცვლით. რეალურად, თქვენივე სიტყვები და საზოგადოებაზე ძალადობა რუსულია. ეს ის მეთოდებია, რომლებიც გვეგონა, რომ წარსულს ჩაბარდა და რომელსაც აცოცხლებთ. მე რომ პრემიერმა დამასწრო (პრეზიდენტის ბრიფინგამდე პრემიერის პრესკონფერენცია გაიმართა, რედ.) - მისი გამოსვლაც რუსულია და ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ დაბრუნდება,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებაც შეაფასა. „გაახსენდათ ის პრეზიდენტი, რომელსაც საკუთარი, ამ ქვეყნის ჯარის წინაშე პრემიერმა მოღალატე ეძახა, რაც ნებისმიერ სახელმწიფოში წარმოუდგენელია. ამაზე წარმოუდგენელი გადატრიალება არ ყოფილა და ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ ვეტო წარმოგვიდინეთ, შიგ რაღაცები ჩაწერეთ - „თქვენ ვერ წერთ, მაგრამ დაგიწერენ და შეიძლება, დავფიქრდეთ.“ იფიქრეთ თქვენ და იყავით მე ნამდვილად წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ თამაშებს, რამეთუ ამას აქვს მხოლოდ ერთი მიზეზი და მიზანი, რომ ხალხში დაბნეულობა და გაუგებრობა შემოიტანოს,“ აღნიშნა ზურაბიშვილმა. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ მმართველ გუნდს რამის შეცვლა სურს, კანონი უნდა გაიწვიოს ან დააბრუნოს მეორე მოსმენაზე, სადაც ოპოზიცია შესთავაზებს ცვლილებებს და შენიშვნებს. „ან ძალიან მარტივი - თქვენ თვითონ, გთავაზობთ, ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ პირველი ნოემბრისთვის - როცა ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსული არის თუ სხვა კანონის გადამღერება. ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ ეს კანონი „გავაპატიოსნოთ.“ არა - არის რუსული, დარჩება რუსული და სამწუხაროდ - თქვენც ამ კანონთან ერთად,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან მიმართა სამართალდამცავ სტრუქტურებს. „მინდა, მივმართო ასევე სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ არავინ არ გაბედოთ ის, რა მუქარაც ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში. არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება, იმისთვის, რომ დააშინოთ ის საზოგადოება, რომელმაც უკვე რამდენი კვირაა, მსოფლიოს აჩვენა, თუ რამდენად მშვიდობიანი, რამდენად შეგნებული, რამდენად შემართებული და არაპროვოკაციაზე წამსვლელი არიან. ასე რომ ვერავის ვერაფერს დააჯერებთ. ტყუილად არის. მხოლოდ იმას დააჯერებთ და იმას აჩვენებთ მსოფლიოს, რომ თქვენ არ იქცევით დემოკრატიულად, რომ თქვენ კანონს არ ემორჩილებით. ამიტომ გირჩევთ, თავი შეიკავეთ ამისგან, იმიტომ, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს პასუხისმგებლობა არის თქვენი. ამას წინასწარ ვამბობ და მე მგონი, რომ ყველასთვის გასაგებია,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებიც გააფრთხილა, რომ „არის გეგმები, რომ პროვოკაციებიც მოაწყონ.“ მან მოუწოდა სიფრთხილისკენ, რომ „ისინი პროვოკაციებში არ გამოიწვიონ.“ პრემიერი: ჩვენს პარტნიორებს განვუმარტე, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებასაც გეგმავენ. ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.

პარლამენტში სადავო კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების წინ, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს, 14 მაისს, ტრადიციულად, პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. თითოეული დეპუტატის გამოსვლის ხანგრძლივობა 4 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. პლენარულ სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს გაახსენა, რომ მმართველი პარტიის ამჟამინდელი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რუსეთში საქმიანობის დროს პრეზიდენტობის კანდიდატის, გენერალ ალექსანდრ ლებედის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა. ვითარება ამის შემდეგ დაიძაბა. შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე დაადანაშაულა აქციის მონაწილეებზე სახლებთან ფიზიკური ანგარიშსწორების ორგანიზებაში. ხაბეიშვილმა სამხარაძეს მიმართა, რომ მას „თავში ნაგვის ყუთი აქვს.“ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი სამხარაძის მისამართით მან განაცხადა, რომ სამხარაძის დაორგანიზებულია ახალგაზრდებთან მივარდნა და თავპირის ლეწვა." სამხარაძემ ოპონენტის მისამართით შეიგინა და მისკენ დაიძრა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი მანდატურებმა გააჩერეს. სხდომა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მცირე შესვენების შემდეგ პარლამენტის სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაგრძელდა, რის შემდეგაც „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება. პარლამენტის შენობის გარეთ დემონსტრანტები სადავო კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ. კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, თუკი მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა განიხილოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი, პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.  

ობმუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი „ასეთი ფორმით“ არ მიიღოს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს პარლამენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. იოსელიანი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი ევროპულ მისწრაფებებს უნდა შეესაბამებოდეს, პარტნიორებთან ურთიერთობებს და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ზიანს არ აყენებდეს. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება დღეს, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მოსმენით მიღების პროცესს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თუკი მიზანი არის საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობისა და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდა, აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია, განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით, რაზეც სახალხო დამცველმა საჯარო პოზიცია დეტალურად მიმდინარე წლის 11 აპრილს გააცნო საზოგადოებას. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, ზიანს არ აყენებდეს პარტნიორებთან ურთიერთობებს და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. როგორც კანონპროექტის სათაური, ასევე პროექტში არსებული არაერთი ჩანაწერი პრობლემურია, რაც კანონის ადრესატებისთვის ღირსების შემლახველი შეიძლება გახდეს. ამასთან, პროექტი მოქალაქეთა შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვების და გასაჯაროების რისკის შემცველია, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საფუძველს ქმნის. აღსანიშნავია, რომ კანონის პროექტის განხილვა ჩვენი მოქალაქეების თითქმის ერთთვიანი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გამჭვირვალობის მიზნის მიღწევა განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით და უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე,“ - აცხადებს ლევან იოსელიანი. სადავო კანონპროექტის განხილვას დემონსტრანტები პარლამენტის შენობის გარეთ აპროტესტებენ. კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, თუკი მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა განიხილოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი, პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.

„ეს რუსეთის ჩარევაა საქართველოში“ - გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი Sky News-თან ინტერვიუში აფასებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და რუსეთის ჩარევას ხედავს. გაერთიანებული სამეფო „მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ქვეყანაში რუსეთის გავლენას ეწინააღმდეგება.“ „ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში. ზუსტად ისევე, როგორც უკრაინაში, თუმცა, რა თქმა უნდა - უფრო აგრესიული. პუტინს არ შეუძლია, არ ჩაერიოს ზოგჯერ სამხედრო გზით, ზოგჯერ კი, გავლენის გამოყენებით სხვა ქვეყნებში, რაც კარგი არ არის ამ სამყაროსთვის, კარგი არ არის თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის. ამგვარად, ვგმოთ ამ გავლენას და ძალიან ვახალისებთ ხალხს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის გავლენას. პუტინმა სულ მცირე საქართველოს შემთხვევაში მაინც აჩვენა, რომ ის სასიკეთო რამ არ არის მსოფლიოსთვის და მისი მეზობლებისთვის,” - ამბობს შაპსი. მან უპასუხა შეკითხვას, როგორი იქნება დიდი ბრიტანეთის მთავრობის პასუხი, თუ საქართველოს პარლამენტი ე.წ. უცხოური აგენტების კანონს მიიღებს, რაც მოსალოდნელია.  

გაერო საქართველოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის უარყოფით შედეგებზე აფრთხილებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, წუხილს გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების გამო. კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას. „სხვა საფრთხეებთან ერთად, ამ კანონმა შეიძლება, დააბრკოლოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიწოდება. აუცილებლად მიგვაჩნია ძალადობისა და დაშინების ყველა შემთხვევის გამოძიება, რომელთაც ადგილი ჰქონდათ პროტესტების მიმდინარეობისას და მათ შემდეგ. გაერო განაგრძობს თანამშრომლობას პარტნიორებთან თანასწორი და სამართლიანი საქართველოს მხარდასაჭერად,“ წერს ორგანიზაციის წამომადგენლობა. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.  

დანია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გააუქმოს "უცხოური აგენტების კანონი" კანონი და დაიცვას ევროკავშირის გზისადმი ერთგულება

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მესამე მოსმენით მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მმართველ პარტიას მოუწოდებს, გაიწვიოს კანონი. „საქართველოს "უცხოური აგენტების კანონი" ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ახლა იგი მიიღეს საქართველოს ნამდვილი პარტნიორების რჩევის საწინააღმდეგოდ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მოწოდებას დემოკრატიისკენ და მტკიცედ მივმართავთ საქართველოს მთავრობას, უკან წაიღოს კანონი და დაიცვას ევროკავშირის გზისადმი ერთგულება,“ წერს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი სოციალურ პლატფორმა X-ზე. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.  

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს არასამთავრობოებისა და დამოუკიდებელი მედიის რეპრესიები“ - პოლონეთის საგარეო უწყება

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის რეპრესიები. "გამოვთქვამთ ღრმა იმედგაცრუებას საქართველოს პარლამენტის მიერ "გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების გამო, რომელიც საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის რეპრესიები,"  - წერს პოლონეთის საგარეო უწყება. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.  

გაერთიანებული სამეფო: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს გეზი და გაიწვიოს ეს კანონი

გაერთიანებული სამეფო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე განცხადებას ავრცელებს. გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა ევროპის საკითხებში ნუსრათ განიმ განაცხადა, რომ „კადრები საქართველოდან შოკისმომგვრელია.“ „როგორც საქართველოს მეგობრები, ყველა მხარეს მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ. დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენი სხვა პარტნიორების მსგავსად, გაერთიანებული სამეფო ძირეულად ეწინააღმდეგება ამ კანონს. ეს კანონი და თანხმლები, დაგეგმილი ქმედებები რომელთა მიზანია აქციის მონაწილეთა დაშინება, არ შეესაბამება NATO-ს-ს ასპირანტი ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. როგორც დღეს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩთან საუბრისას ავღნიშნე, ღრმა შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს. ახლა მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს გეზი და გაიწვიოს ეს კანონი,“ წერია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. გასულ კვირას ევროპის საკითხებში მინისტრმა ნუსრათ განიმ არასაჯაროდ, პარლამენტისადმი საპასუხო წერილში განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ელჩმა თბილისში,  პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან ბოლო შეხვედრების დროს," თანმიმდევრულად გამოხატა გაერთიანებული სამეფოს შეშფოთება შემოთავაზებულ კანონთან დაკავშირებით." მანვე განმარტა, რომ „ეს საკითხი გასულ თვეში თავად განიხილა საქართველოს ელჩთან ლონდონში.“ აღსანიშნავია ასევე, რომ მინისტრის ერთადერთი საჯარო გამონათქვამი სოციალურ მედიაში იძებნება, რომელიც 10 დღის წინ გამოაქვეყნა. ის გამოდიოდა გაფრთხილებით, თბილისში „მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ,“ რაც მისი თქმით, "არ შეესაბამება დემოკრატიულ ღირებულებებსა და რისკავს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს." პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით დღეს, 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.  

„ამ კანონის შესწორება არ გაალამაზებს სურათს“ - ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების გზავნილები

ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სებასტიან ტინკინენმა ევროპელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი აღარ უნდა გამოიტანოს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოზიციაა კანონში ცვლილებები, თუმცა ის ვერ შეცვლის კანონის აზრს. „დღეს ჩვენ “ქართული ოცნების” წარმომადგენელს [ნიკოლოზ სამხარაძეს] შევხვდით. მოვისმინეთ ის რას ამბობდა, ის რეალურად მთელი პარტიის აზრს წარმოადგენდა. ვიცით იმ პატარა ცვლილებების შესახებ, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს. არსებითად, რასაც გვეუბნებიან, ცვლილებები შეეხება “უცხოური აგენტისთვის” სხვა სახელის დარქმევას. ეს ძალიან პატარა ცვლილებებია, ისინი მთლიან ვითარებასა და ამ კანონის მთლიან აზრს ვერ შეცვლიან. ასე რომ, რეკომენდაციაა არა რამე ცვლილებებს მიმართოთ, არამედ, პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს და გამოიყენებს ვეტოს, და შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” კანონი აღარ უნდა გამოიტანოს. ძალიან მოხარულები ვართ, რომ გასულ წელს მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია, მაგრამ როგორღაც მათ ხელახლა გამოიტანეს ის. და მეორე ჯერ, ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმედი, რომ ისინი ხელახლა არ გამოიტანენ მას პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ,” - განაცხადა ტინკინენმა. თავის მხრივ, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ როთმა აღნიშნა, რომ საქართველოს მმართველი პარტია სათანადოდ ვერ აფასებს ამ კანონის მიღების შედეგებს. „ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ არის, რომ დაკარგავთ რეპუტაციას და სანდოობას და ამ გამოწვევებით სავსე დროს რეპუტაცია და სანდოობა არის ძალიან დიდი, დიდი, დიდი პლუსი. მე ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ, რადგან არა მხოლოდ მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას, არამედ ხალხსაც მაღალი ფასის გადახდა მოუწევს ამისთვის. დიახ, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, პარლამენტარები ითხოვენ სანქციებს, ჩვენ არ ვსხედვართ მძღოლის სავარძელში, მაგრამ ცხადია, ჩვენ დაგვჭირდება სიცხადე ევროკავშირის მხრიდან და ყველაზე უფრო მკაცრი სანქცია არის, რომ კანდიდატის სტატუსი უფასურდება. ივნისში ევროკავშირი და ევროკომისია აპირებენ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ სად არის საქართველო? ეს არის საშინელება. ასევე არ ვართ დარწმუნებული, რომ თავისუფალი სავიზო მიმოსვლა უნდა შეჩერდეს, რადგან ჩვენ არ გვსურს ახალგაზრდა თაობის დასჯა. ასეთი შეჩერება ძალიან ძვირი დაუჯდება იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში იმყოფებიან, მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია ევროკავშირისა და ჩვენი მთავრობების მიმართ არის, რომ საქმეს ჩვეულ რეჟიმში ვერ გავაგრძელებთ,“ - აღნიშნა როთმა. პოლონეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბოგდან კლიჰმა ხაზი გაუსვა, რომ პარადოქსულ სხვაობას შეუძლია, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპულ გზას. „ერთი მხრივ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მეორე მხრივ - არსებობს იმ ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. არამხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გამოხატულია ხელშეკრულებებში, არამედ, იმიტომაც, რომ ისინი ჩვენს გულებსა და გონებაშია. ქართული საზოგადოების ადგილი ევროპაშია. და ეს არა მხოლოდ იმიტომაა, რომ ქართველების 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს, არამედ იმიტომაც, რომ ქართველები იმავე ევროპულ ღირებულებებს იზიარებენ. ამ სხვაობას, ამ პარადოქსულ სხვაობას შეუძლია, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ამ ევროპულ გზას. აქ ჩამოვედით ქართველი მეგობრებისთვის იმის სათქმელად, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ, ვინც იგივე ღირებულებებს იზიარებს, ჩვენი სოლიდარობა გამოვხატეთ მათთან, ვინც ამ კანონპროექტს ეწინააღმდეგება. ქალბატონ პრეზიდენტთან გვქონდა შეხვედრა. მან დაგვიდასტურა, რომ ვეტოს დაადებს კანონპროექტს, რომელიც ამ წამს მიიღეს. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ის წარდგენილი არ იქნება საქართველოს სასამართლო სისტემაში,” - განაცხადა კლიჰმა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონი, რომელიც დღეს დაამტკიცეს, არის ძალიან არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი - ამ კანონის შესწორება არ გაალამაზებს სურათს. მისი თქმით, თბილისში მყოფი დელეგაციის წარმომადგენლებს სურდათ, შეხვედროდნენ საქართველოს ინსტიტუტების წარმომადგენლებს. „სამწუხაროდ, არ მოგვეცა საშუალება, მივსულიყავით პარლამენტში. მათ თქვეს, რომ ეს მოხდა უსაფრთხოების მიზეზების გამო, თუმცა ჩვენ მივიღეთ ეს როგორც არის. ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, შეხვედროდით მთავრობის წარმომადგენლებს, თუმცა მოგვეცა შანსი, შეხვედროდით ჩვენს კოლეგას „ქართული ოცნების“ შტაბში, სადაც შევძელით, შეხვედროდით კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ სამხარაძეს. ჩვენ ასევე გვქონდა პატივი, შევხვედროდით საქართველოს პრეზიდენტს, უნივერსიტეტის სტუდენტებს და მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას,“ - აღნიშნა ფიშერმა. კომენტარებს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. „ასე ევროკავშირში შესვლის შანსი არ იქნება,“ - აცხადებს თავის მრივ, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავიოლიონისი. რადიო თავისუფლების კითხვას, რას ეტყვის ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას, ამავდროულად კი, არიან „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები, რომელთაც „ქართული ოცნება“ 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას ჰპირდება, ჟიგის პავილიონისმა უპასუხა: „გადახედეთ ისტორიას. ლიეტუვა 1997 წელს მეტ-ნაკლებად საქართველოსავით იყო - ბრიუსელს არ ვუსმენდით. ვამბობდით, „ოჰ, ეს ევროპელები!“ და 1997 წელს გაწევრების მოლაპარაკებებში მიიწვიეს ესტონეთი და არ მიგვიწვიეს ჩვენ… შემდეგ იყვნენ რუმინელები და ბულგარელები… ევროკავშირის წევრები მხოლოდ საუკეთესონი ხდებიან. კონკურენციაში ხარ. ყველა ბიუროკრატი უნდა დაარწმუნო ევროკომისიაში, - ყველა ქვეყანა, ყველა თანამშრომელი, სამთავრობათაშორისო კონფერენცია. სულ ერთი მცირე რაღაცა და გარეთ რჩები! „ქართული კოშმარი“ კი ყველაზე უარესების კატეგორიაში იბრძვის. „უნგრეთი ცდილობდა ასეთივე კანონის მიღებას“. „ყირგიზეთმა მიიღო ახლახან“. ეს მიმართულება აქვთ აღებული. ასე ევროკავშირში შესვლის შანსი არ არსებობს. ამას მხოლოდ საუკეთესოები მოახერხებენ“. საქართველოში იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები: პაველ ფიშერი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბოგდან კლიხი (პოლონეთი), მიხაელ როთი (გერმანია), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა) და სებასტიან ტინკინენი (ფინეთი). პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით დღეს, 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება.  ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.  

„საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, გამოიყენოს შესაძლებლობა, რომელსაც ევროპა გთავაზობთ" - გერმანიის საგარეო უწყება

"ევროპის თავისუფლების კავშირი აგებულია კანონის უზენაესობაზე. და თბილისში ხალხი ამისთვის გამოდის ქუჩაში. საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობა, რომელსაც გთავაზობთ ევროპა, ნაცვლად იმისა, რომ შემოიღოს კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპის ღირებულებებს," - წერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც სოციალურ პლატფორმა X-ზე გავრცელდა.  

NATO „უცხოური აგენტების“ კანონის მიღებას არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად აფასებს

NATO „უცხოური აგენტების“ კანონის მიღებას არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. ალიანსის პრესსპიკერ ფარა დახლალას განცხადებით, „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ე.წ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის მიღების შესახებ არის არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რაც საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.“ „მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას," წერს დახლალა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.  

მეუფე შიო: „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები

„ამ კანონის [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის] მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, არიან ჩვენი სულიერი შვილები, მათ შორის ძალიან ბევრია ახალგაზრდობა, ამიტომ ჩვენ ამ ყველაფრის გამო განსაკუთრებით გული გვტკივა და ხშირად ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში,“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა ქაშვეთთან, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრებილი საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა. მისივე თქმით, მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გაყოფილი, დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება და მათი ნების გაერთიანება. „ჩვენ დიდი გულისტკივილით თვალყურს ვადევნებდით იმ დაპირისპირებას, დაძაბულობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და რომელიც უკავშირდებოდა და უკავშირდება ჩვენი პარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას. ამ კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, არიან ჩვენი სულიერი შვილები, მათ შორის ძალიან ბევრია ახალგაზრდობა. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო და ხშირად ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს, ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში. საერთოდ დაპირისპირებაზე ჩვენ გვპასუხობენ ჩვენი ეკლესიის წმინდა მამები, კერძოდ, ერთ-ერთი უდიდესი წმინდა მამა, ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გაყოფილი, დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება და მათი ნების გაერთიანება. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ადამიანებში თანხმობის და ერთსულოვნების შესანიშნავი განწყობა წარმოქმნას. იმიტომ, რომ როდესაც არის სიყვარული, მაშინ ღვთის მადლიც მოქმედებს და ნებისმიერი უთანხმოების დაძლევა შეიძლება მშვიდობიანად და როდესაც არ არის სიყვარული, მაშინ არც ღვთის შეწევნაც არ არის, მაშინ პატარა მიზეზმაც კი შეიძლება, გამოიწვიოს დიდი მტრობა და დაპირისპირება. აი, ამიტომ სიყვარულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სიყვარულის უმთავრესი სკოლა კი გახლავს სწორედ ოჯახი. ადამიანი სიყვარულს ოჯახში უნდა სწავლობდეს და სიყვარულში იზრდებოდეს, რაც არის ჩვენი სულის გადარჩენის უმთავრესი პირობა. ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ოჯახურ ღირებულებებს და ვიცავთ მის სიწმინდეს. სწორედ, ეს არის დღეს ჩვენი შეკრების და ჩვენი ლოცვითი მსვლელობის მიზანი. ახლა ჩვენ წავიკითხავთ მცირე ლოცვას და შემდეგ ყველანი ერთად გავემართებით წმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც თქვენთან ერთად აღვავლებთ პარაკლისს,“ - განაცხადა მეუფე შიომ. მან ასევე ისაუბრა „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ" კანონპროექტზე და აღნიშნა, რომ „არ უნდა დავუშვათ გაუკუღმართებული აზროვნების დამკვიდრება, კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ.