რუმინეთმა თურქულ Bayraktar TB2-ის შესყიდვის ინტერესი გამოხატა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ 18 თვითმფრინავის შესაძენად პარლამენტის თანხმობა სთხოვა. ამ ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.
მოსალოდნელია, რომ პარლამენტის თანხმობის შემდეგ, 300 მილიონი ევროს (299,6 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის შეთანხმებაზე მოლაპარაკება დაიწყება.