თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში Bayraktar-ის უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანას ააშენებს. Baykar Defence-მ უკვე დააფუძნა კომპანია უკრაინაში და მიწის ნაკვეთი იყიდა, მზადაა ქარხნის პროექტიც. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა თურქეთში ვასილი ბოდნარმა მედიასთან განაცხადა.
ცნობისთვის, უკრაინამ თურქული დრონი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად 2021 წლის ოქტომბერში გამოიყენა. უკრაინელმა სამხედროებმა Facebook-ზე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც Bayraktar T2B ანადგურებს რუსული წარმოების საარტილერიო იარაღს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კრემლის სპიკერმა განაცხადა, რომ თურქული უპილოტო თვითმფრინავები აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის რისკებს ქმნიან.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა გეგმავს ქარხნის აშენებას თვითმფრინავების წარმოებისთვის თურქულ თვითმფრინავების მწარმოებელთან თანამშრომლობით.
უკრაინა თურქეთისგან დამატებით 24 უპილოტო საფრენ აპარატს შეიძენს