Alba-ს მულტინაციონალური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯოვანი ფერერომ, Bloomberg-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მარკ ცუკერბეგრს გაუსწრო და 25-ე ადგილზე განთავსდა. Facebook-ის დამფუძნებელმა 28-ე პოზიციაზე (38,2 მილიარდი დოლარის აქტივებით) გადაინაცვლა.
გასულ წელთან შედარებით, Ferrero-მ აქტივები 3 მილიარდი ევროთი, 38,9 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.
„Bloomberg-ის რეიტინგის მიხედვით, Nutella-ს მწარმოებელი კომპანიის დირექტორი ჯოვანი ფერერო, მარკ ცუკერბერგზე მდიდარია. ფერერომ, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 25-ე ადგილამდე მიაღწია.
მეწარმემ, რომლის გვარიც მჭიდროდ არის დაკავშირებული Nutella-სთან, ფაქტობრივად, აჯობა Facebook-ის შემქმნელს, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თავის კომპანიაში კოლაფსთან უწევს გამკლავება. როგორ შეიცვლება ეს რეიტინგი, უახლოეს მომავალში ვნახავთ. თუმცა ამასობაში, „ისტორიული გასწრება“ დადასტურებულია Bloomberg-ის მიერ“, - წერს იტალიური მედია.
ასევე წაიკითხეთ