კოსოვოს რესპუბლიკამ, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინა.
შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს 14 დეკემბერს, პრიშტინაში, კოსოვოს პრეზიდენტმა ვიოსა ოსმანმა, პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ და პარლამენტის თავმჯდომარემ გლაუკ კონიუფკამ.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ევროპის ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის ეს საკმაოდ სიმბოლური აქტია, რადგან 2008 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ევროკავშირში მიღების შესაძლო თარიღები არც კი არის გათვალისწინებული.
ფორმალურად, კოსოვოს მხოლოდ „ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა აქვს“. ამჟამად კოსოვოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობაც კი არ განიხილება.
კოსოვოს ევროკავშირში ადრეული გაწევრიანების მთავარი დაბრკოლება ის არის, რომ მისი დამოუკიდებლობა ევროკავშირის ხუთმა წევრმა - ესპანეთმა, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, საბერძნეთმა და კვიპროსმა არ აღიარეს.