სტამბოლში, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის ინსპექტირება დასრულდა

რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებმა, რომლებიც სტამბოლში მოქმედი საკოორდინაციო ცენტრის შემადგენლობაში არიან, უკრაინლული მარცვლეუთ დატვირთული პირველი გემის ინსპექტირება დაასრულეს.

თურქული მედიის ცნობით, გემის ინსპექტირების პროცესი სტამბოლთან ახლოს, რუმელიფენერის რაიონში განხორციელდა. 

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელსაც ხორბალი ლივანის მიმართულებით გადააქვს თურქეთის სრუტეებს დღეს დატოვებს.  

 

თურქეთის თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა ჯგუფის მუშაობის ფოტოები, რომლებიც გემს საათნახევრის განმავლობაში ათვალიერებდნენ. 

სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა.