აფრიკაში, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი ჩავიდა

ომის დაწყებიდან 7 თვის შემდეგ, აფრიკაში უკრაინიდან მარცვლეულის პირველი პარტია ჩავიდა. გემი ჯიბუტის პორტშია. მარცვლეული ლიბანის დროშით მცურავმა Brave Commander-მა ჩაიტანა. გემის ბორტზე 23,000 ტონა ხორბალია, რომელიც შემდგომ ეთიოპიაში უნდა გადაზიდონ. 

შავი ზღვიდან ჯიბუტიმდე ტვირთის ჩატანას ორი კვირა დასჭირდა.

დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება ხორბლის შეფუთვასა და ეთიოპიაში ტრანსპორტირებას, სადაც სასურსათო დახმარება (გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის თანახმად) 20 მილიონ ადამიანს ესაჭიროება. 

მარცვლეულის გადაზიდვის საფასური გაერომ გადაიხადა, რადგან ხორბლის მარაგი ლტოლვილების, კონფლიქტებისა და გვალვის შედეგად დევნილთა დასახმარებლად შემცირდა. უკრაინის ომამდე გაეროს სასურსათო პროგრამა, სასურსათო დახმარების 3/4 უკრაინიდან და რუსეთიდან იღებდა.

აფრიკაში, ჯიბუტში 900 000 ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ აქ კონტინენტის ერთ-ერთი უდიდესი პორტი მდებარეობს.

სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდახელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა.