ფიჯის უზენაესმა სასამართლომ შეერთებულ შტატებს კუნძულის პორტიდან სუპერიახტა Amadea-ს გაყვანის უფლება მისცა, რომელიც მანამდე ვაშინგტონის მოთხოვნით დააკავეს. იახტა რუს მილიარდერ სულეიმან ქერიმოვს ეკუთვნის, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, სანქციების ქვეშ მოექცა.
- სანქციების შიშის გამო, პუტინის იახტამ ჰამბურგის პორტიდან გაიყვანეს - უცხოური მედია
- იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა რუსი ოლიგარქის 578 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა დააყადაღეს
- დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა
- ევროკავშირის მიერ, მთლიანობაში, 862 რუსი ფიზიკური პირი და 53 ორგანიზაციაა სანქცირებული
სასამართლომ დაადგინა, რომ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე იახტამ უნდა „დატოვოს ფიჯის წყლები“, რადგან კუნძულზე მისი ყოფნა სამართლებრივი დავების ფონზე „ხელისუფლებას ძვირად დაუჯდა“. იახტა „ფიჯის წყლებში ყოველგვარი ნებართვის გარეშე შევიდა და, სავარაუდოდ, შეერთებული შტატების მხრიდან დევნის თავიდან აცილებას აპირებდა“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ფიჯის გენერალური პროკურორის კრისტოფერ პრაიდის თქმით, სასამართლო დათანხმდა, რომ „ფულის გათეთრებისა და ქონების გათეთრების საკითხები“ აშშ-ის სასამართლოში უნდა გადაწყდეს.
106-მეტრის სიგრძის იახტა Amadea, რომლის ღირებულება $325 მილიონს შეადგენს, ფიჯიში მექსიკიდან 18-დღიანი ცურვის შემდეგ 13 აპრილს ჩავიდა. ერთი კვირის შემდეგ, კუნძულის ხელისუფლებამ გემი აშშ-ის მოთხოვნით დააკავა. მაისში ფიჯის უზენაესმა სასამართლომ რუსი მილიარდერის სულეიმან კერიმოვის კუთვნილი სუპერიახტის Amadea-ს ჩამორთმევის შესახებ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.