უკრაინაში აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და საელჩოს გუნდის წევრები სამშაბათს ლვოვში გაემგზავრნენ, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა.
„დღევანდელი მოგზაურობა იყო პირველი ნაბიჯი, მომავალში რეგულარულ მოგზაურობამდე. ჩვენ ვაჩქარებთ მზადებას, კიევში საელჩოს ფუნქციონირების რაც შეიძლება მალე განახლებისთვის“, - განაცხადა ნედ პრაისმა. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივად აფასებს უსაფრთხოების ვითარებას, რათა საელჩოების ოპერაციები რაც შეიძლება მალე განახლდეს.