გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, უკრაინის ქალაქ ლვოვში ჩავიდა, სადაც ხვალ უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებს შეხვდება.
გაეროს გენერალური მდივანი სამმხრივ შეხვედრას უკრაინისა და თურქეთის ლიდერებთან გამართავს, სადაც „მარცვლეულის შეთანხმების“ შიდა სამუშაოებს განიხილავენ.
ანტონიო გუტერეში ასევე გეგმავს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას.
შემდეგ გაეროს გენერალური მდივანი მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების განსახილველად, 19 აგვისტოს ოდესაში გაემგზავრება. 20 აგვისტოს კი სტამბოლში ჩავა.