ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების მიზნით, აქტაუს პორტიდან სატესტო ტვირთის გამოგზავნა განხორციელდა.
„ყაზახეთის რკინიგზის“ ინფორმაციით, გემი ტვირთს ბაქოში ჩაიტანს, შემდეგ ის ფოთის პორტში გამოიგზავნება და საბოლოოდ, ტვირთის ნაწილი თურქეთის დერინჯეს პორტში გადაიტვირთება.
210 TEU კონტენერი ფიდერულ გემ BEKET ATA-ზე დაიტვირთა. ტვირთი მოიცავს თაფლით, ტომატით, ასევე ტყვიითა და თუთიით დატვირთულ კონტენერებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე საექსპორტო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვისთვის ალტერნატიული მარშრუტები შეიმუშავა, რომელშიც საქართველოც მოხვდა.
„TITR-ის ფარგლებში შეთანხმება უკვე მიღწეულია აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებთან გადაზიდვების უზრუნველსაყოფად ერთობლივი საწარმოს შექმნაზე“,- განაცხადა ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა.
ასევე წაიკითხეთ