აზერბაიჯანის რკინიგზა, სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვის სფეროში მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით 605 საკონტეინერო პლატფორმას შეიძენს.
აზერბაიჯანული მედია, კომპანიის ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ გარდა ამისა, ინფორმაციის თანახმად, მიღებულია არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვის უზრუნველსაყოფად, საკმარისი რაოდენობის მაგისტრალური და შუნტირებადი ლოკომოტივების შესყიდვისა და კაპიტალური შეკეთების შესახებ.