ვლადიმერ პუტინი: რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობა დაბალ ნიშნულზეა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთისა და ამერიკის ურთიერთერთობა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

"ჩვენ გვაქვს ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში, გაუარესდა და ყველაზე დაბალ დონეზეა", - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტმა ინტერვიუში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეც ისაუბრა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი "განსაკუთრებული და ნიჭიერია", ბაიდენი კი, როგორც პოლიტიკოსი, "რადიკალურად განსხვავდება" ტრამპისგან.

"ახლაც მჯერა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბატონი ტრამპი არაჩვეულებრივი, ნიჭიერი პიროვნებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ გახდებოდა აშშ-ის პრეზიდენტი. ის ფერადი პიროვნებაა. ის არ ყოფილა დიდი პოლიტიკის ნაწილი და ზოგს ეს მოსწონს და ზოგს არა, თუმცა ეს ფაქტია....

ბაიდენი რადიკალურად განსხვავებულია ტრამპისგან, რადგან ის კარიერული პოლიტიკოსია. მან მთელი თავისი ზრდასრული ცხოვრება პოლიტიკაში გაატარა. ის სრულიად განსხვავებული ადამიანია და ამაში არის გარკვეული უპირატესობა და გარკვეული ნაკლიც, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან არ იქნება იმპულსური ქმედებები", - განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა 16 ივნისს, ჟენევაშია დაგეგმილი.

ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე: მკაფიოდ განვუმარტავ, რომ არ მივცემთ უფლებას, ადამიანის უფლებები დაარღვიოს

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს გაიმართება

შვეიცარიის საგარეო უწყებამ ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილი დაასახელა

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის გამო შვეიცარიის საჰაერო სივრცის ნაწილი დაიხურება