თეთრი სახლი:  ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციას ცალკე გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციას ცალკე გამართავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. ინფომაციას Reuters-ი ავრცელებს.

თეთრი სახლის წარმომადგენელის თქმით, ისინი ელოდებიან, "შეხვედრა იქნება გულწრფელი და პირდაპირი".

"ინდივიდუალური პრესკონფერენცია არის შესაფერისი ფორმატი, რომ თავისუფლად შეძლონ პრესასთან კომუნიკაცია იმ თემებზე, რომლებსაც შეხვედრაზე განიხილავენ", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე: მკაფიოდ განვუმარტავ, რომ არ მივცემთ უფლებას, ადამიანის უფლებები დაარღვიოს

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს გაიმართება

შვეიცარიის საგარეო უწყებამ ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილი დაასახელა

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის გამო შვეიცარიის საჰაერო სივრცის ნაწილი დაიხურება