"მე გავაკეთე ის, რისთვისაც ჩამოვედი", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პირისპირ შეხვედრა მნისვნელოვანი იყო და ეს შეცდომას არ წარმოადგენდა.
"მე გავაკეთე ის, რისთვისაც ჩამოვედი. პირველი: განვსაზღვრეთ პრაქტიკული სამუშაოების სფეროები, რისი გაკეთება შეუძლია ჩვენს ორ ქვეყანას ორმხრივი ინტერესების ასამაღლებლად და ასევე მსოფლიოს სასარგებლოდ. მეორე: პირდაპირ, პირდაპირ ვუთხარი, რომ აშშ უპასუხებს ქმედებებს, რომლებიც ხელს უშლის ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს ან ჩვენს მოკავშირეებს. მესამე: ნათლად ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტები და ჩვენი ღირებულებები, ასე რომ, მან ეს ჩემგან პირდაპირ მოისმინა", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენის თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ტონი "კარგი და პოზიტიური იყო"
"მე უნდა გითხრათ მთელი შეხვედრების ტონი - მგონი სულ ოთხი საათი იყო - კარგი, პოზიტიური იყო" , - აღნიშნა ბაიდენმა.
ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა