დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში Astrazeneca-ს ვაქცინის არც ერთი დოზა არც დაკარგულა და არც აღმოჩენილა. ამის შეახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
"არაფერი არ გამქრალა და არაფერი არ აღმოჩენილა. გიდასტურებთ, მხოლოდ იმას, რომ სამინისტრო სწავლობს ამ შემთხვევებს, რაც მოხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ზოგადად იმ ფაქტს, რომ არის დეფიციტური ხარჯვა. გიდასტურებთ, რომ სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს. დღესაც გახლდნენ ჩვენთანაც პირველად. ხოლო თვითონ აუდიტის სამსახური უკვე რამდენიმე თვეა ჩვენთან სხვადასხვა პროგრამებს სწავლობს, ეს არის ე.წ ყოველწლიური შესწავლა. ამ ფაქტთან დაკავშირებით გიდასტურებთ, რომ შიდა აუდიტი დილით 10:00 საათზე პირველად იყო ჩვენთან",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი განცხადებით, თუ აუდიტი რაიმე დანაკლისს ნახავს ამაზე მერე ილაპარაკებს.
გამყრელიძის განმარტებით, საქართველოს COVAX პრატფორმიდან Astrazeneca-ს ვაქცინა ორჯერ მიეწოდა - 13 მარტს 43 ათას 200, მეორედ ამდენივე აპრილის შუა რიცხვებში და მესამე პარტია უნდა შემოსულიყო ჯერ მაისის შუა რიცხვებში, შემდეგ ის გადაიწია ივნისის დასაწყისზე და შემდეგ უკვე 22 ივნისს უნდა შემოსულიყო.
ამირან გამრელიძის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით გაეროს ბავშვთა ფონდმა ვაქცინის საწარმოდან შესაბამისი დოზები ვერ მიიღო, რამაც საქართველოში მესამე პარტიის შემოსვლა შეაფერხა და წარმოიშვა დეფიციტი 4-დან 5 ათას დოზა ვაქცინამდე.
"შეიქმნა დეფიციტი 30 ივნისამდე პირველ და მეორე დოზაზე ჩაწერილი ადამიანებისთვის, ამ მდგომარეობის გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამწუხაროდ, გავუუქნეთ პირველ აცრაზე ჩაწერილ ადამიანებს Astrazeneca-თი აცრა და მათ შევთავაზეთ/ვთავაზობთ სხვა ალტერნატიულ ვაქცინებს",- განაცახდა ამირან გამყრელიძემ.
Astrazeneca-ს ვაქცინის დამატებითი დოზების მოწოდებაში შეფერხებაა
ამირან გამყრელიძე: ჩვენ შეგვექმნა Astrazeneca-ს დაახლოებით, 5 ათასამდე ვაქცინის დეფიციტი