"საქართველოს წარმატება მთლიანად ევროკავშირის წარმატებაა", - ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა Twitter-ზე დაწერა.
როგორც შალენბერგი აღნიშნავს, ევროკავშირი საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობის ერთგულია.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების - ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატით დღეს ეწვივნენ.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს აღვუთქვით ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა