ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ რეგიონს სხვა აქტორებს არ დავუთმობთ

"ჩვენ რეგიონს სხვა აქტორებს არ დავუთმობთ", - ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი შეაჯამა.

"ევროკავშირის წევრი სამი სახელმწიფოს ამ ტიპის ვიზიტი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ მნიშვნელოვან ქვეყანაში, პირველი იყო და ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მივაღწიეთ იმას, რის გამოც ჩამოვედით სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში. ეს არის ნდობის მშენებლობასთან დაკავშირებული ვიზიტი, რომელიც აქ ჩამოსვლის შემდეგ ჩვენი უპირველესი მიზანი იყო. ეს ვიზიტი იყო იმის სიგნალი, რომ ევროკავშირი რეგიონის მიმართ ჩართულებასა და ერთგულებას ინარჩუნებს. ჩვენ რეგიონს სხვა აქტორებს არ დავუთმობთ", - განაცხადა ალექსანდრ შალენბერგმა.

ავსტრიის საგარეო მინისტრი: ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქეების დაკავება უკანონოა და დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს წარმატება მთლიანად ევროკავშირის წარმატებაა

ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სოფელ ოძისთან, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დღეს ეწვივნენ.