ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი ბელარუს ხალხთან კავშირების გაძლიერებას გააგრძელებს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი ბელარუს ხალხთან კავშირების გაძლიერებას გააგრძელებს. ამის შესაებ მან Twitter-ზე დაწერა.

"მიუხედავად ლუკაშენკოს რეჟიმის გადაწყვეტილებისა, შეაჩეროს ბელარუსის მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობაში, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ბელარუს ხალხთან კავშირების გაძლიერების, რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცებისა და საერთო გამოწვევების გადაჭრის მიზნით", - წერს ბორელი.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელარუსმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილეობა შეაჩერა.

შარლ მიშელი: აღმოსავლეთ პარტნიორობაში მონაწილეობის შეჩერებით, ბელარუსმა კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ერთადერთი ადგილი, რომლის დატოვებაც ლუკაშნეკოს შეუძლია, პრეზიდენტის სასახლეა