„აშკარად იყო ლოგისტიკური ხარვეზი და ამას სჭირდება დადგენა, რომ აღარ განმეორდეს“, - ასე უპასუხა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტის კითხვას, „სად გაქრა Astrazeneca-ს ვაქცინები“. მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ხუნდაძის კომენტარი „ტვპირველმა“ გაავრცელა.
ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურს მოკვლევა არ დაუსრულებია და სწავლობს სავარაუდო ხარვეზებს, რომლებიც შესაძლოა, იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
„ასევე სწავლობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე ვაქცინების მარაგების მართვას. მივიჩნიეთ, რომ ასევე მნიშვნელოვანია ქსელის სრულად შესწავლა, რათა გაკონტროლდეს ყველა მარაგი, რომელიც დღესდღეობით ძებნაშია. მას შემდეგ, რაც აუდიტის სამსახური დაასრულებს მოკვლევას, ჩემი თხოვნით, საზოგადოებას დასკვნას თავად გააცნობს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, მოქალაქეებს გაუუქმდათ Astrazeneca-ს მეორე დოზის ჯავშნები. მათ ამის შესახებ ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით მიიღეს.
გარდა მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა, ჯავშნები გაუქმდა სპეციალურ საიტზე – booking.mog.gov.ge-ზე, სადაც მოქალაქეები ვაქცინისთვის რეგისტრირდებოდნენ.
ამირან გამყრელიძე: Astrazeneca-ს ვაქცინები არც გამქრალა და არც აღმოჩენილა
Astrazeneca-ს ვაქცინის დამატებითი დოზების მოწოდებაში შეფერხებაა
ამირან გამყრელიძე: ჩვენ შეგვექმნა Astrazeneca-ს დაახლოებით, 5 ათასამდე ვაქცინის დეფიციტი