უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ბელარუსის მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში, Twitter-ზე გამოეხმაურა.
მისი თქმით, ბელარუსი ხალხი ევროპულ ოჯახში რჩება და უკრაინა მათ მხარდაჭერას განაგრძობს.
"თქვენ შეგიძლიათ განაცხადოთ აღმოსავლეთ პარტნიორობიდან გასვლის შესახებ, მაგრამ გეოგრაფიას ვერ შეცვლით. ბელორუსი ხალხი ისტორიულად ეკუთვნოდა და ეკუთვნის ევროპული ერების ოჯახს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, რაც არ უნდა დიდი დრო დასჭირდეს ალექსანდრე ლუკაშენკოს ისტორიული შეცდომების გამოსწორებას", - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ერთადერთი ადგილი, რომლის დატოვებაც ლუკაშნეკოს შეუძლია, პრეზიდენტის სასახლეა