საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, საქართველოს სასამართლო სისტემას რეფორმა სჭირდება.
ელჩის თქმით, მოსამართლეები უნდა დაინიშნონ ისეთი სისტემით, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ აბსოლუტური ნდობა სასამართლო სისტემისადმი.
„ჩვენ უკვე გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება, რომ ქვეყანას სჭირდება სასამართლო სისტემის რეფორმა. მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით მხოლოდ იმას ვიტყვი, ამ რეფორმის მთავარი მიზანი ის არის, რომ საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა მოსამართლეებისა და ამ სისტემისადმი. ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს არ დარჩეს ეჭვი მიკერძოებასთან დაკავშირებით. ისეთი სისტემით უნდა დაინიშნონ მოსართლეები, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ნდობა ამ სისტემისადმი, რომ მათი უფლებები და სამართალი აღსრულდება", - განაცხადა ქნირშმა.
მოსამართლეებმა მათ მიმართ კრიტიკას, ერთობლივი განცხადებით უპასუხეს