ირაკლი ღარიბაშვილი: ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრაზე ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები განვიხილეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება.

“მივესალმები ჯეიმს აპატურაის ვიზიტს თბილისში. განვიხილეთ NATO-საქართველოს თანამშრომლობა, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, ასევე საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები ევროატლანტიკურ გზაზე და ინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ განზომილებაში მეტი წინსვლის აუცილებლობა”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

ჯეიმს აპატურაი საქართველოშია

ჯეიმს აპატურაი: ჩემს თავს ვხედავდი არამხოლოდ როგორც NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, არამედ საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელს NATO-ში

ჯეიმს აპატურაი ზალკანიანთან შეხვედრის შემდეგ: აუცილებელია თანამშრომლობის გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით