ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი ჩაირთო

ჩაირთო ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი, რომელიც გუშინ კიბერშეტევის გამო გაითიშა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდი booking.moh.gov.ge გუშინ დილიდან გაითიშა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა. სარეგისტრაციო პორტალზე პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები მუშაობდნენ, პროცესში შესაბამისი უწყებები ჩაერთვნენ, რათა ხარვეზი აღმოფხვრილიყო.

Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ვერ დაიწყო - საიტი არ მუშაობს

დღეს კორონავირუსის სტატისტიკა არ განახლებულა

თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის რეგისტრაციის პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა

ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტავაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო