ქაშვეთის ეკლესიაში პარაკლისი მიმდინარეობს

ქაშვეთის ეკლესიაში პარაკლისი ტარდება, რომელიც საპატრიარქომ ორი დღის წინ, „თბილისი პრაიდის“ მარშთან დაკავშირებით დააანონსა.

პარაკლისს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო და რამდენიმე ეპარქიის ეპისკოპოსი ესწრებიან.

„5 ივლისს, 17:00 საათზე, შევიკრიბოთ ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც 3 ივლისს გავრცელდა.

„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ დღეს არ შედგება

პრეზიდენტი: მიუღებელია ძალადობა და ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს

თბილისის მერი: წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება, სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია

ნინო ლომჯარია: „თბილისი პრაიდის“ მიერ მარშის გაუქმების მიუხედავად, ეს ადამიანები არიან სერიოზული საფრთხის ქვეშ

საელჩოები: ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას

მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო