დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაახლოებით, ერთ კვირაში საქართველოში Astrazeneca-ს ვაქცინების დამატებითი დოზები შემოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვფიქრობთ, დიდი ალბათობით, ამ კვირის ბოლოს, ერთი კვირის განმავლობაში, 43 000 დოზა Astrazeneca-ს ვაქცინა შემოვა ანუ ყველა ადამიანს, რომელსაც ვაქცინაციის პირველი დოზიდან 10-12 კვირა გაუვიდა და აცრა უწევს, აიცრება კიდეც“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, 5 ივლისს საქართველომ ავსტრიისგან საჩუქრად Astrazeneca-ს ვაქცინის 5 000 დოზა მიიღო.
თამარ გაბუნია: „დელტა“ შტამზე, ვაქცინაციასა და ხალხმრავალ შეკრებებზე პირბადის არგამოყენების რისკებზე
ამირან გამყრელიძე: საქართველოში ორჯერ აცრილებში კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია