სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ მოხარულია დეპუტატების პარლამენტში შესვლით, ვინაიდან პარლამენტი არის ადგილი, სადაც პოლიტიკური დებატები უნდა გაიმართოს. ამის სესახებ ის Twitter-ზე წერს.
როგორც ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ყველა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი 19 აპრილის შეთანხმებას და ერთად იმუშაონ მისი შესრულებისთვის.
„მოხარული ვარ, რომ დეპუტატები დაბრუნდნენ პარლამენტში. სწორედ ეს არის ადგილი, სადაც დებატები უნდა გაიმართოს. ახლა ყველა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას და იმუშაოს ერთად მისი შესრულებისთვის”, – წერს ოლივერ ვარჰეი.
ცნობისთვის, ევროკომისარი საქართველოში 5 ივლისს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. ეს ევროკომისრის პირველი ვიზიტია სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
ასევე, დღეს, ოლივერ ვარჰეი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
დღესვე, ოლვერ ვარჰეიმ ბიზნესის წარმომადგენლებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრისას ევროკავშირის მიერ დაანონსებული ეკონომიკისა და საინვესტიციო გეგმა განიხილა.
კახა კუჭავამ და ოლივერ ვარჰეიმ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე იმსჯელეს