სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ბიზნესის წარმომადგენლებს და ახალგაზრდებს შეხვდა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დისკუსიის ფარგლებში კომისარმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის ახლახანს დაანონსებულ ეკონომიკისა და საინვესტიციო გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს დასაქმების სტიმულირებას, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და საქართველოში კეთილდღეობის გაზრდასა და გაძლიერებას.
მან აგრეთვე ისაუბრა საქართველოში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ბიზნესის და ახალგაზრდობისთვის.
განხილული იყო, ასევე, მათ წინაშე არსებული გამოწვევები.
ცნობისთვის, ევროკომისარი საქართველოში 5 ივლისს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. ეს ევროკომისრის პირველი ვიზიტია სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
ასევე, დღეს, ოლივერ ვარჰეი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
დღეს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს ეწვევა
ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი კონცეფციის წარსადგენად ემზადება