კახა კუჭავამ და ოლივერ ვარჰეიმ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ევროკავშირის კომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეისს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე, მოახლოებულ არჩევნებსა და საერთაშორისო დამკვირვებლების საქმიანობაზე. ხაზი გაესვა შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციის მნიშვნელობას. კახა კუჭავას განცხადებით, საქართველოს წინაშე ბევრი გამოწვევაა, თუმცა, ქვეყანა მათ გადასალახად და წინსვლისთვის მზად არის.

ევროკომისარმა პოლიტიკური პროცესების პარლამენტში გადმოტანა დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს ყველა პოლიტიკური პარტია მოაწერს.

საუბარი შეეხო 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. ოლივერ ვარჰეისის განცხადებით, ის აფასებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის დროშა ადგილს დაუბრუნა. მისივე თქმით, პოლიციამ იმუშავა და გამოხატვის თავისუფლება დაიცვა.

მხარეებმა ეკონომიკისა და ინვესტიციების პაკეტის შესახებ ისაუბრეს, რომლის განხორციელებასაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის იწყებს. საქართველოსთვის გამოყოფილი 3.9 მილიარდი ევრო უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იქნება მიმართული და სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.

კახა კუჭავამ და ოლივერ ვარჰეისმა პაკეტის განხორციელებაში პარლამენტის მნიშვნელოვან როლს გაუსვეს ხაზი, რადგან, მათივე თქმით, საჭირო გახდება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.

ცნობისთვის, ევროკომისარი საქართველოში 5 ივლისს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. ეს ევროკომისრის პირველი ვიზიტია სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ასევე, დღეს, ოლივერ ვარჰეი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციასგამართავენ.

დღესვე, ოლვერ ვარჰეიმ ბიზნესის წარმომადგენლებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრისას ევროკავშირის მიერ დაანონსებული ეკონომიკისა და საინვესტიციო გეგმა განიხილა.

დღეს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს ეწვევა

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისარი: ვამზადებთ ამბიციურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კეთილდღეობას მოიტანს

ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი კონცეფციის წარსადგენად ემზადება

ევროკომისიამ და ჯოზეფ ბორელმა წარადგინეს წინადადება, თუ როგორ უნდა წამოიწიოს წინ აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის პრიორიტეტები

ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების ახალი ინიციატივა წარადგინა