ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებულ დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა

"ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ დავით კუტალაძეს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თეიმურაზ სიხარულიძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა კუტალაძის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ უნდა გამოყენებულიყო.

დავით კუტალაძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს.

"არაერთხელ გააჟღერეს, რომ მე ვარ მოძალადე და ჯგუფური ძალადობის შედეგად ვიძალადე ჟურნალისტებზე. ჩვენ დავინახეთ ვიდეოები, სადაც ლგბტ წევრებმა ჩვენი დროშის ფონზე ჩვენს სამებას მიაყენეს შეურაცხყოფა. 12 დღით ადრე ჩამოვედით თბილისში. მათ სურდათ, რომ ჩვენნაირ ბიჭებზე დაერქვათ მოძალადეები. მე მოვუწოდებდი ჩვენს მეგობრებს, რომ არავინ შეხებოდათ მათ. ამ ყველაფრის შემდეგ, მათ შემოუშვეს ჟურნალისტები. მათ სურთ, რომ ჩემგან შექმნან, მოძალადე. მე უბანში სამაგალითო უნდა ვიყო მომავალი ახალგაზრდობისთვის, არ უნდა შემრცხვეს იმ მოხუცების, რომელთაც ჩვენი რელიგია მოგვიტანეს.

ჟურნალისტებმა დამაბრალეს. ის ადამიანი ღმერთმა გაანათლოს, ვინც გარდაიცვალა. მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი. მე ვარ ღარიბი, მაგრამ სულით მდიდარი ადამიანი", - განაცხადა კუტალაძემ.

პროკურატურის განცხადებით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2021 წლის 5 ივ­ლისს, "თბი­ლი­სი პრა­ი­დის” სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის დროს, ორ­გა­ნი­ზე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე და­ვით კუ­ტა­ლა­ძე და მას­თან ერ­თად მყო­ფი ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლის მიზ­ნით და შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, თავს და­ესხნენ ტე­ლე­კომ­პა­ნია "TV პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტორს ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას. კერძოდ, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ვით კუ­ტა­ლა­ძე 2021 წლის 12 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 154-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (ჟურ­ნა­ლის­ტი­სათ­ვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლა, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით), 156-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტით (ადა­მი­ა­ნის დევ­ნა პრო­ფე­სი­ულ მოღ­ვა­წე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით) და 225-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა) წა­რედ­გი­ნა.

"TV პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტორ ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას მი­მართ და ამა­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ჟურ­ნა­ლისტ მი­რან­და ბა­ღა­თუ­რი­ას მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ამ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია ხუთი პირი, მათ შო­რის ოთხს პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა "თბი­ლი­სი პრა­ი­დის” სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის და ასე­ვე, ამ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით.

“თბი­ლი­სი პრა­ი­დის” სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ამ დრო­ის­თვის, ბრა­ლი 21 პირს წა­რედ­გი­ნა. ამ ეტაპ­ზე, საქ­მე­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლია 36 პირი, მათ შო­რის 30 ჟურ­ნა­ლის­ტი და ოპე­რა­ტო­რი", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დღეს ლექსო ლაშქარავა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს

ლექსო ლაშქარავა ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალეს

,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა