მარინა კალიურანდი 5 ივლისის მოვლენებზე: ეს უნდა იყოს გაკვეთილი

„ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ლგბტქი ადამიანების უფლებები, თუ სურს, რომ EU-სთან დაკავშირებით მისი ამბიციები ბრიუსელში სერიოზულად მიიღონ“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მარინა კალიურანდის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მტკიცედ დაგმობა საკმარისი არ არის და არ შეიძლება, უგულვებელყოფილი იყოს ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ აჩვენა არასაკმარისი მზაობა, უზრუნველეყო პოლიციის საკმარისი რაოდენობით დაცვა ღონისძიებაზე და არ დაგმო ხმამაღალი და მკაფიო მუქარები.

„რაც მოხდა, ტრაგედიაა და გულწრფელად ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს და მეგობრებს. მე ასევე გამოვხატავ ჩვენს თანაგრძნობას და სოლიდარობას საქართველოში ლგბტქი ადამიანების მიმართ და ვურჩევ მათ, განაგრძონ ბრძოლა თავიანთი უფლებების დასავად, ბრმა ფანატიზმის მიუხედავად. ეს უნდა იყოს გაკვეთილი და მომხდართან დაკავშირებით დადგინდეს პასუხისმგებლობა სახელმწიფო მოხელეებისა და სამართალდამცავი ორგანოების დონეზე.

მიუხედავად იმისა, რომ მე ნამდვილად ვაფასებ ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მტკიცედ დაგმობას მედიის წარმომადგენლებზე, გასული კვირის მოვლენების შემდეგ, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ არ შეგვიძლია, უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ აჩვენა არასაკმარისი მზაობა, უზრუნველეყო პოლიციის საკმარისი რაოდენობით დაცვა ღონისძიებაზე და არ დაგმო ხმამაღალი და მკაფიო მუქარები, სიძულვილის ენა, - სისუსტე, რომელიც ზოგიერთ რადიკალურ ძალას შეიძლება, გაეგო როგორც „მწვანე შუქი“ ძალადობისკენ.

მომავალში, ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ლგბტქი ადამიანების ძირითადი თავისუფლებები, მათ შორის მათი მშვიდობიანი შეკრების და ორგანიზების უფლება. ეს აუცილებელია, თუ მათ სურთ, რომ ბრიუსელში სერიოზულად იყოს განხილული ევროკავშირთან დაკავშირებული მათი ამბიციური მიზნები.

ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების/პოლიტიკურად გამოყენების ნებისმიერ მცდელობას, განსაკუთრებით იმ პოლიტიკური ძალების მიერ, რომლებიც თვითონ არასდროს ყოფილან LGBTQI + ადამიანების უფლებების დამცველები“, - აღნიშნავს კალიურანდი Europetime-თან.

მთავრობამ ყველა ჟურნალისტის და აქტივისტის წინააღმდეგ თავდასხმა უნდა გამოიძიოს. ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე - მეთიუ ბრაიზა

საელჩოები: ვგმობთ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას

„ტვ პირველის“ ოპერატორსა და მოქალაქეზე ძალადობისთვის დაკავებულ კიდევ ორ ბრალდებულებულს პატიმრობა შეეფარდა

მედიის პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგის დროს