აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია პაკისტანს, სადაც კორონავირუსის "დელტა" ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები იზრდება, Moderna-ს ვაქცინის 3 მილიონ დოზას გაუგზავნის.
როგორც ცნობლია, ვაქცინას პაკისტანში კვირას ჩაიტანენ.
აშშ პაკისტანს ვაქცინის მორიგ პარტიას პლატფორმა COVAX-ის საშუალებით აწვდის, რომელიც გაეროსთან ერთად ვაქცინების თანაბრად გადანაწილებაზე მუშაობს. აშშ-მა პაკისტანს პირველი ტრანშით უკვე გაუგზავნა Modera-ს ვაქცინის 2.5 მილიონი დოზა.
გავრცელებული ინფორმაციით, აქამდე პაკისტანის ეროვნული ვაქცინაციის კამპანია მეტწილად ჩინურ ვაქცინებს ეყრდნობოდა.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ადმინისტრაცია "ამაყობს, რომ შეუძლია ამ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების მიწოდება" პაკისტანელებისთვის.
თეთრი სახლი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ვაშინგტონისგან უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინებით დახმარება არცერთ ქვეყანაში არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური ან ეკონომიკური წნეხის ბერკეტად.
"ჩვენს ვაქცინებს არანაირი ვალდებულება არ ახლავს თან. ამას მხოლოდ ერთადერთი მიზნით ვაკეთებთ, რომ ადამიანთა სიცოცხლე ვიხსნათ" - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში.
აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვა ქვეყნებს გაუზიარებს
გავრცელებული ინფორმაციით, 80 მილიონი დოზა მოიცავს 20 მილიონ დოზა - Moderna-ს, Pfizer-ისა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებს, ასევე AstraZeneca-ს.
თეთრი სახლი: აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს გაუნაწილებს
საქართველო ამერიკის მთავრობისგან საჩუქრად Pfizer-ის ნახევარ მილიონ დოზას მიიღებს
საქართველოში ამერიკის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ვაქცინა 24 ივლისს შემოვა
ევროპის წამლის სააგენტომ 12-დან 17-წლამდე ასაკის ბავშვებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა