კანადამ ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა

Reuters-ის ცნობით, კანადამ ბელარუსს ახალი სანქციები დაუწეესა და ამით გააპროტესტა ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს დროს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები.

განცხადების თანახმად, კანადის სანქციები შეეხება ისეთ სექტორებს, როგორიცაა ფასიანი ქაღალდები, ფულის ბაზრის ინსტრუმენტები, ვალის დაფინანსება, დაზღვევა, ნავთობპროდუქტები და კალიუმის პროდუქტები.

"მას შემდეგ, ბელარუსის მთავრობის მიერ საკუთარი ხალხის მიმართ განხორციელებული მძიმე უსამართლობა არ წყდება... ეს ზომები გარკვეულ ზეწოლას მოახდენს ბელარუსის ხელმძღვანელობაზე", - განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარკგარნეომ.

დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსს სანქციები დაუწესა

ევროკავშირი ბელარუსს ახალი სანქციების დაწესებით ემუქრება

აშშ-მ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა