ავღანეთი არ უნდა იქცეს ისევ „ტერორიზმის თავშესაფრად", როგორც ეს იყო ორი ათეული წლის წინ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
ინფორმაციას France24ი ავრცელებს.
„ეს არის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის გასაღები ... ამ მხრივ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა, აშშ-მა და ევროპამ ეფექტურად ითანამშრომლონ, რადგან ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა", - განაცხადა გეთის პრეზიდენტმა.
„ჩვენი ქმედებები უპირველეს ყოვლისა მიმართული იქნება ისლამისტური ტერორიზმის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისთვის. ტერორისტული ჯგუფები ავღანეთში იმყოფებიან და შეეცდებიან სიტუაციის დესტაბილიზაციიდან სარგებელი მიიღონ.", -აღნიშნა მაკრონმა.
ავღანეთში დესტაბილიზაცია ევროპაში უკონტროლო მიგრაციის ნაკადების საფრთხეს ქმნის. უნდა დავიცვათ თავი მნიშვნელოვანი არარეგულარული მიგრაციული ნაკადებისგან", - აღნიშნა მაკრონმა.
შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს "თალიბანის" წევრები ქაბულში შევიდნენ. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა. „თალიბანმა“ ქვეყანაში „ავღანეთის ისლამური ემირატის“ დაარსების შესახებ განაცხადა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი: თავშესაფარი უნდა მივცეთ მათ, ვისაც ავღანეთში დევნის საფრთხე ემუქრება
ჯეიკ სალივანი: ავღანეთის არმიამ გადაწყვიტა, რომ არ იბრძოლებენ ქაბულისთვის და ქვეყნისთვის