აშშ ქაბულიდან ავღანელ ლტოლვილებს გამოიყვანს. ამის შესახებ განცხადება გენერალ-მაიორმა, უილიამ ტეილორმა გააკეთა.
მისი თქმით, ქაბულიდან ყოველ საათში თვითმფრინავი გამოფრინდება და ყოველდღიურად ცხრა ათასამდე ადამიანს გამოიყვანენ.
პენტაგონი ასევე გეგმავს, ავღანეთში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე 22 ათასამდე ავღანელ ლტოლვილის შეფარებას. უილიამ ტეილორის განმარტებით, ესენი ის პირები და მათი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც გასული 20 წლის განმავლობაში ამერიკელ სამხედროებთან თანამშრომლობდნენ და ახლა საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. უსაფრთხო ევაკუაციაში რამდენიმე ათასი ამერიკელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ საკითხზე შეთანხმებას ვაშინგტონმა თალიბებთან დოჰაში მოლაპარაკებისას მიაღწია.
ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.
ამავე თემაზე:
ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა