აშშ-ში „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია 20 სექტემბრიდან დაიწყება

აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ოთხშაბათს ურჩიეს ყველა ამერიკელს, დაიწყონ COVID-19-ის ბუსტერ დოზების გაკეთება. CDC ვირუსისგან დაცვის გაძლიერების საჭიროებაზე მიუთითებს, რადგან დელტა ვარიანტის მიმართ ვაქცინების ეფექტურობა მცირდება.

გეგმის თანახმად, ბუსტერ დოზა საჭროა Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინების ორივე დოზიდან რვა თვის შემდეგ. პირველ რიგში გამაძლიერებელი დოზით აიცრებიან ექთნები, ჯანდაცვის მუშაკები და ხანდაზმულები.

აშშ-მ იმუნიტეტ დაქვეითებულებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა

ბუსტერ დოზების გაკეთება 20 სექტემბრიდან დაიწყება.

ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ადამიანებს, რომლებმაც გაიკეთეს ჯონსონის ვაქცინა, ასევე დასჭირდებათ დამატებითი დოზები. თუმცა ელოდებიან მეტ მონაცემებს და დეტალები ჯერ არ აქვთ შემუშავებული.

ცნობისათვის, პირველად, იმის შესახებ, რომ ბუსტერ დოზებით აცრა აშშ-ში სექტემბერში დაიწყებოდა, Eropetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამერიკაში მოღვაწე ქართველმა მკვლევარმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

ინტერვიუ სრულად - კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქართველი მკვლევარი: დიაბეტისა და სხვა აუტოიმუნური დაავადებების მართვაში ალბათ ვაქცინა მოიკიდებს ფეხს