91 წლის სქემმონაზონი ელენე Pfizer-ის ვაქცნით აიცრა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტრის წევრი, 91 წლის სქემმონაზონი ელენე (გოგიტიძე) Pfizer-ის პირველი დოზით აიცრა . ამის შესახებ ინფორმაციას მღვდელმონაზონი იერონიმე ქათამაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც სასულიერო პირი წერს, დედა ელენე ვაქცინაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.

"დღეს, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის (Pfizer) პირველი დოზით აიცრა ჩემი ხორციელი ბებია, 91 წლის სქემმონაზონი ელენე (გოგიტიძე).

დედა ელენე გახლავთ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტრის წევრი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი დიდ სქემოსანი მონაზონი.

დედა ელენეს რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე და თავს შესანიშნავად გრძნობს!

დიდება უფალს და მადლობა მედიკოსებს ყველაფრისთვის!", - წერს სასულიერო პირი.

ამავე თემაზე:

დეკანოზი თამაზ ლომიძე: აცრა ღვთის წყალობაა ამ განსაცდელში

მეუფე ნიკოლოზი: მზად ვარ, საჯაროდ ავიცრა, თუ ეს იქნება აუცილებელი ხალხის გასამხნევებლად

მსოფლიოს რელიგიური ლიდერები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

საქართველოში, კათოლიკე სასულიერო პირების უმრავლესობა ვაქცინირებულია

ილია მეორე: აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვებისთვის