აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ის და მისი მეუღლე ჯილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრას გეგმავენ.
„ჩვენ გამაძლიერებელი ვაქცინის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან აცრა დეკემბერში გავიკეთეთ და ეს უკვე წარსულია“, – განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, ნორმალურია, როდესაც ზოგიერთი ამერიკელი ვაქცინის მესამე დოზას იკეთებს მაშინ, როდესაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ჯერ კიდევ აუცრელია, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი მსოფლიოს იმაზე მეტ ვაქცინას აძლევენ, ვიდრე დანარჩენი სხვა ყველა.
ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, 2022 წლის მეორე ნახევარში აშშ 500 მილიონი დოზა ვაქცინას გამოყოფს სხვა ქვეყნებისთვის.