კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქართველი მკვლევარი ნატო ტეტელოშვილი კოვიდვაქცინის ე.წ. გამაძლიერებელი დოზის გაკეთებსაც საქართველოს მოსახლეობასაც ურჩევს, რადგან ის „დელტა“ შტამის წინააღმდეგ უფრო ეფექტურია.
ეს საკითხი მას შემდეგ გახდა კიდევ უფრო აქტუალური, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია 20 სექტემბრიდან დაიწყება.
პირველად, იმის შესახებ, რომ ბუსტერ დოზებით აცრა აშშ-ში სექტემბერში დაიწყებოდა, Eropetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამერიკაში მოღვაწე ქართველმა მკვლევარმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
„ბუსტერ“ დოზები პირველ რიგში ხელმისაწვდომია მაღალ განვითარებული ქვეყნებისთვის, სადაც უშუალოდ ხდება პროდუქცია.
პირველ რიგში საუბარია მაღალი რისკის ქვეშ მყოფებზე, რადგან შეიძლება, ყველას არ ეყოს. ვიდრე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება, ამასაც დრო სჭირდება.
სამწუხაროდ, მოდის ცივი სეზონი, ჩვენ მოგვიწევს გრიპის ვაქცინის გაკეთება და მოვუწოდებდი საქართველოშიც, რომ გაიკეთონ, რადგან გრიპის ვირუსის შემდეგ, როდესაც ორგანიზმი დასუსტებულია, კოვიდი შეიძლება ძალიან მძიმედ გადაიტანოს ადამიანმა.
როცა იქნება შესაძლებლობა, ვურჩევდი, საქართველოშიც გაიკეთონ „ბუსტერ“ დოზები, რადგან იმ მუტაციურ შტამებს, რომლებიც ახლა გამოჩნდა, არსებული ვაქცინები ნაკლებად ერევა და ამიტომ, „ბუსტერი“ მეტ ეფექტურობას სძენს“, - განაცხადა ნატო ტეტელოშვილმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.