შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, კონტროლის მიუხედავად, დარღვევის ფაქტები კვლავ ფიქსირდება რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ინსპექციამ 20-მდე ობიექტი დალუქა, 35-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი კი, დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კიდევ ერთი საკითხი, რაც ბექა ფერაძემ გამოჰყო ტურიზმის სექტორისთვის - განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის დასაქმებულების ორკვირიანი პერიოდულობით ტესტირების ვალდებულებას ეხება.
მისი განცხადებით, ინიციატივას საკოორდინაციო საბჭოზე წარადგენს.
"შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ წარმართვისთვის, რეგიონში ოპერირებადი განთავსებისა და კვების ობიექტების მენეჯმენტს COVID19-ის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა. მან უსაფრთხო მასპინძლობისთვის იმუნიზაციის საჭიროებაზე გააკეთა აქცენტი და რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნო", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე თემაზე:
შრომის ინსპექციამ „სანსეტ ბათუმი“ დალუქა
შრომის ინსპექციამ აჭარაში 10-მდე ობიექტი დალუქა, 30-მდე კი დააჯარიმა
შრომის ინსპექციას ქელეხების, ქორწილებისა და იუბილეების აღკვეთის უფლება მიენიჭა
გლდანში ერთ-ერთი რესტორანი, სადაც ქორწილი იმართებოდა, 10 000 ლარით დაჯარიმდა
შრომის ინსპექციის სამსახური ზედამხედველობას აძლიერებს