ბრაზილიაში 70 წელს გადაცილებულებს კოვიდვაქცინის მესამე დოზით  აცრიან

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სექტემბრის შუა რიცხვებიდან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე (გამაძიერებელი) დოზით აცრიან სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებსა და 70 წელს გადაცილებულებულ მოქალაქეებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც სამინისტროში აღნიშნავე მესამე დოზით ვაქცინაციისთვის AstraZeneca-ს, Johnson & Johnson-ის ან Pfizer-ის ვაქცინებს გამოიყენებენ.

როგორც Reuters-ი წერს, სამინისტროს ეს გაცხადება, განსხვავდება თავად მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებებისგან, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე თქვა, Pfizer-ის ვაქცინის გამაძლიერებელ დოზას დაუცველი ადამიანები და 70 წელს გადაცილებულები მიიღებენ.

ცნობისთვის, ბრაზილია მსოფლიოში მეორეა კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვით. პანდემიის დასაწყისიდანვე ბრაზილიის ლიდერი Covid19-ს არასერიოზულად აღიქვამდა და მას "მცირე გრიპს" უწოდებდა.

გასულ წელს ვირუსზე სიკვდილიანობის შესახებ დასმულ კითხვას მან ასე უპასუხა: "ეს შეკითხვა მათთვისაა, ვინც საფლავს თხრის".

ეპიდვითარების გაუარესებაშიც პრეზიდენტ ბოლსონარუს არაერთხელ დასდეს ბრალი როგორც ოპოზიციონერებმა, ასევე ვაქცინაციის მოლოდინში მყოფმა მოსახლეობამ.

უფრო მეტიც, სენატში გამართული მოსმენებისას გაირკვა, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა Pfizer-ისგან ელექტრონულ ფოსტაზე მისულ ასზე მეტ წერილს არ უპასუხეს. სენატში საგამოძიებო მოსმენებზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, Pfizer-ის წარმომადგენელმა გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრაზილიის მთავრობა ვაქცინის შესყიდვას თვეების განმავლობაში ბლოკავდა და კომპანიის თხოვნას უპასუხოდ ტოვებდა.

კიდევ ერთი მოწმე კი ჰყვება, რომ პრეზიდენტმა ბოლსონარუმ პირადადა დახუჭა თვალი ინდოეთიდან კოვიდვაქცინის შეძენაზე.

ამავე თემაზე:

ბრაზილიელმა 10 კვირის განმავლობაში Pfizer-ის და Sinovac-ის ორი და AstraZeneca-ს ვაქცინის ერთი დოზა გაიკეთა

Pfizer-ი: ბრაზილიის მთავრობამ ვაქცინის შესყიდვაზე ასზე მეტ წერილს არ უპასუხა

ქალაქი ბრაზილიაში, რომელიც Sinovac-ით ვაქცინაციის შემდეგ პანდემიას ამარცხებს