თამარ გაბუნია: "დელტა" შტამი ორსულებში მეტი აგრესიულობით გამოირჩევა

"ორსულებში "დელტა" შტამი უფრო დიდი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. ამდენად, ორსულებში, პირველ რიგში, უაღრესად მნიშვნელოვანია პრევენცია, მათ შორის აცრა. Pfizer-ის ვაქცინით აცრა შესაძლებელია და მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია პირბადეების ტარება და დისტანციის დაცვა.

"იმუნური სტატუსიდან გამომდინარე, დელტა შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება ორსულებში, მეტი აგრესიულობით ხასიათდება ორსულებთან მიმართებით. ასევე დაავადებამ შედარებით მძიმე მიმდინარეობა შეიძლება გამოიწვიოს ორსულებში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პრევენციული ზომები გატარდეს და თუ დადგა ინფიცირება, სწრაფად მოხდეს შესაფერისი რეაგირება. მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება", – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

როგორც მინისტრის მოადგილემ ააღნიშნა, ორსულებისთვის სპეციალიზებული კონსულტაციის გაწევისთვის 15 22-ს მეან-გინეკოლოგების სერვისი მიმდინარე დღეებში დაემატება.

"მათი ტრენინგი ამ კვირაში განხორციელდა და ისინი ოჯახის ექიმებთან ერთად, გასცემენ ორსულებისთვის დამატებით რეკომენდაციებს. ეს არის მსუბუქ შემთხვევებზე, იმ ორსულებზე, ვინც ბინაზე იმყოფება. იცით, რომ ბინაზე მყოფი პირებისთვის ჩვენ ისედაც ვახორციელებთ ლაბორატორიული გამოკვლევების ნაკრებს.

ამ პროგრამაში ჩაერთვება მეორე, მესამე დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი ამბულატორიული დაწესებულებები, სპეციალიზირებული სერვისისთვის, რათა ორსული, რომელიც საჭიროებს კოვიდინფექციის გამო მეთვალყურეობას, მივიდეს არა სტანდარტულ საავადმყოფოში, არამედ მივიდეს სპეცილიზირებულ კლინიკაში და იქ მან მიიღოს სპეციალისტის კონსულტაცია ადგილზე. ეს კომპონენტიც მალე ამოქმედდება. ახლა ზუსტდება დეტალები. ასევე, მობილიზებულია ჰოსპიტალური საწოლები ორსულებისთვის. საუნივერსიტეტო კლინიკაშიცაა, დამატებითი საწოლების მობილიზება მოხდა ბოლო პერიოდში. თუკი ამის საჭიროება არსებობს, არ უნდა დაველოდოთ მდგომარეობის დამძიმებას და ორსული უნდა იყოს

სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ამ კუთხით რაიმე დეფიციტი არ არის და ორსულს თუ სჭირდება რაიმე ჰოსპიტალური მართვა, ის ჰოსპიტალში მოხვდება. დაახლოებით 120-მდე საწოლია თბილისში მობილიზებული, 50-მდე ქუთაისში. სხვა რეგიონებშიც არის იმის შესაძლებლობა, რომ ორსულს ჰოსპიტალური მეთვალყურეობა ჩაუტარდეს. თუ ეს არის დაბალი ვადის ორსულობაა, მას შეუძლია ჰოსპიტალური მართვა ჩაიტაროს ნებისმიერ კლინიკაში", - განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, 26 წლის კოვიდინფიცირებული ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, კოვიდვაქცინა 26 700-მა ადამიანმა გაიკეთა

პანდემიის დაწყების შემდეგ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ყველაზე მეტი, 79 ადამიანი გარდაიცვალა