ენტონი ბლინკენი და დომინიკ რააბი კონტრტერორისტულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ქაბულის აეროპორტთან მომხდარ აფეთქებაზე და მომავალში ავღანეთში საერთაშორისო ჩართულობაზე იმსჯელეს. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს მჭიდრო კონტრტერორისტულ საკითხებზე თანამშრომლობა.

შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც 90 ადამიანი ემსხვერპლა. ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს.

ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, დაიჭრა158 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ენტონი ბლინკენი და დომინიკ რააბი ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით, კონტრტერორისტული საკითხების თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

ამავე თემაზე:

როგორ უპასუხებს აშშ ქაბულის აეროპორტთან თავდასხმის ორგანიზატორებს - ჯო ბაიდენის განცხადება

ქაბულის აეროპორტთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა

გენერალი კენეთ მაკენზი: აშშ ქაბულის აეროპორტის დაბომბვის გამო შურს იძიებს

ჯო ბაიდენი: ტერორისტები ვერ შეგვაჩერებენ, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას