ქაბულის აეროპორტთან აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა

CBC News-ის ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტთან აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა და მედიის ცნობით, აფეთქებას 90 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც მედიასაშუალება წერს, სხვადასხვა ცნობებით, დაშავებულთა რაოდენობა 158-ს აჭარბებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაღუპულია 13 ამერიკელი სამხედრო, ხოლო დაშავდა 18.

როგორც კაპიტანმა ბილ ურბანმა განაცხადა, ავღანეთიდან დაშავებულების ევაკუაციის პროცესი მიმდინარეობს.

”შემიძლია დავადასტურო გენერალ (კენეთ მაკენზის) განცხადებების შემდეგ, რომ მეცამეტე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 18 სამხედრო , ” - თქვა ურბანმა.

ცნობისთვის, ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს.

ამავე თემაზე:

როგორ უპასუხებს აშშ ქაბულის აეროპორტთან თავდასხმის ორგანიზატორებს - ჯო ბაიდენის განცხადება

BBC: ქაბულის აეროპორტთან აფეთქებას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, 140 დაშავდა

Associated Press-ი: ქაბულის აეროპორტზე თავდასხმას ამერიკელი საზღვაო ქვეითები ემსხვერპლნენ

ქაბულის აეროპორტთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ოფიციალური ცნობით, ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს 12 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, დაჭრილია 15

გენერალი კენეთ მაკენზი: აშშ ქაბულის აეროპორტის დაბომბვის გამო შურს იძიებს