გაერთიანებული სამეფო ავღანეთიდან ევაკუაციას წყვეტს

გაერთიანებულმა სამეფომ შეწყვიტა ევაკუაციისთვის მოქალაქეების მიღება ქაბულ აეროპორტში, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მდივნმა, ბენ უოლესიმ განცხადა. ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრის თქმით, უაშუალოდ ევაკუაციის პროცესი "რამენიმე საათში" დასრულდება.

"ჩვენ დღეს, ლონდონის დროით დილის 04:30 საათზე, დავხურეთ ევაკუაციის სარეგისტრაციო ცენტრი და აერიპორტის ერთ-ერთი შესასვლელი, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს ძალები აკონტროლებდნენ", - განუცხადა უოლესმა Sky News-ს.

უოლესის თქმით, 800 - 1 100-მდე ავღანელი მოქალაქე, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "Arap-ის" პროგრამაში, რაც ავღანეთიდან ევაკუაციას გულისხმობდა, ვერ შეძლებს ევაკუაციის ოპერაციაში მონაწილეობის მიღებას.

მისი განცხადებით, პირებმა, რომლებმაც ვერ მოასწრეს ქვეყნის დატოვება, მესამე ქვეყნებს უნდა მიაშურონ ან ქვეყანაში დარჩენის შემთხვევაში, მიიღონ რჩევა, თუ როგორ უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე თალიბანის მმართველობის პირობებში.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ავღანეთში რჩება გაერთიანებული სამეფოს 100-დან 150-მდე მოქალაქეც, რომელთა ნაწილს ქვეყანაში დარჩენა თავად სურს.

ამავე თემაზე:

ბორის ჯონსონის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი "თალიბანთან" ერთად იმუშავებს

ბრიტანეთი ავღანეთიდან 20 000 მიგრანტს მიიღებს

აშშ, გაერთიანებული სამეფო და ავსტრალია მოქალაქეებს მოუწოდებენ, უსაფრთხოების მიზნით, ქაბულის აეროპორტი დატოვონ