ამირან გამყრელიძე: ქვეყნისა და საზოგადოების მოღალატეა ის, ვინც ორსულს ეტყვის, რომ არ აიცრას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნისა და საზოგადოების მოღალატეა ის, ვინც ორსულს ეტყვის, რომ არ აიცრას.

ამირან გამყრელიძე ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

"მე ძალიან მწყინს, რომ ჩემს კოლეგებში ანტივაქსერები არიან. არიან, უნდა ვაღიაროთ, სამწუხაროდ. ზოგიერთი ძალიან აქტიურობს ამ სოციალურ ქსელებში. ახლა ის ხომ ნამდვილად ქვეყნის და საზოგადოების მოღალატე იქნება, ვინც ორსულს ეტყვის, არ აიცრაო. მოვუწოდებ ყველა ორსულ ქალბატონს - მიბრძანდით და Pfizer-ით აიცერით, ვაქცინა საკმარისია. არავითარი გართულება არ იქნება.

ქალთა კონსულტაციაში, სამშობიაროში მომუშავე მეან-გინეკოლოგებს, ყველას გთხოვთ უმორჩილესად, რაც მეტი ორსული იქნება ხომ ძალიან კარგია და მეტი ბავშვი გაჩნდება, გთხოვთ, ავცრათ ორსულები. არ ინდობს ორსულ ქალბატონს ეს ვირუსი", - განაცხადა ამირან გამყრელიძე.

ამავე თემაზე:

კოვიდინფიცირებულ ორსულებში ლეტალობის შემთხვევებს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია გამოიკვლევს

კორონავირუსი კიდევ 4 031 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 73

ამირან გამყრელიძე: ორსულებში კორონავირუსის პრევენციის ერთადერთი საშუალება არის აცრა

თბილისში კოვიდინფიცირებული ​19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა