ნიდერლანდების საელჩო ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოს ჩართვაზე განცხადებას ავრცელებს

ნიდერლამდების საელჩო ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში დახმარებისთვის საქართველოს მადლობას უხდის. შესახებამისი განცახადება საელჩოს Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

"ნიდერლანდების საელჩო მადლობას უხდის საქართველოს მთავრობასა და თბილისის აეროპორტს შესანიშნავი თანამშრომლობისთვის თბილისის გავლით ქაბულიდან ამსტერდამში ტრანზიტული ფრენების განსახორციელებლად.

ჩვენ ერთად შევძელით ასობით მგზავრის გადაყვანა, რომელთა შორის იყვნენ ნიდერლანდების მოქალაქეები, ავღანელები, რომლებიც ჩვენთან მუშაობდნენ და მათი ოჯახები. თბილისის ნიდერლანდელი საევაკუაციო ჯგუფი თბილისის აეროპორტში მომუშავე ყველა ადამიანის მადლობელია კომფორტული და მოქნილი თანამშრომლობისთვის რთულ ვითარებაში, რომელიც ქაბულის აეროპორტში არსებული მძიმე სიტუაციით იყო გამოწვეული", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ავღანეთიდან საევაკუაციო პროცესში საქართველო ჩართულია: თბილისის აეროპორტში NATO-ს სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები განლაგდა.

ევაკუაციის პროცესის დაწყების პირველივე დღეებიდანვე, თბილისი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბი, რომელიც პარტნიორების მხრიდან იყო გამოყენებული. საქართველოს მთავრობის განცხადებით, უკვე განხორციელდა დაახლოებით 6000-მდე ადამიანის ევაკუაცია. ამის შესახებ რიგი ქვეყნების ოფიციალური უწყებებიც საუბრობდნენ და საქართველოს როლს უსვამდნენ ხაზს. მაგალითად, 25 აგვისტოს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარესთან თანამშრომლობით, ქაბულიდან თბილისის გავლით, ოსლოს აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ავღანეთიდან ადამიანები ჩაიყვანა.

ამავე თემაზე:

აშშ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის საქართველოს მადლობას უხდის

ტერაქტების შემდეგ, ქაბულის აეროპორტიდან საევაკუაციო ფრენები განახლდა