საქართველოში კოვიდინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა მეორე დღეა, მცირდება

კოვიდინფიცირებულთა ახალი რაოდენობა 4000-ზე მეტია, მაგრამ რამდენიმე დღეა, დამაიმედებელია, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს ინფიცირებულთა რაოდენობას. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

მისი შეფასებით, ეს იმედის ნაპერწკალს იძლევა, რომ ეპიდემია შეიძლება, თანდათან შეკავდეს, მაგრამ ამას ძალიან სერიოზული და დიდი მუშაობა სჭირდება ყველას მიერ. ეს კი გულისხმობს პირბადის ტარებას და აცრას.

ამირან გამყრელიძე: გაჩნდა იმედის ნაპერწკალი, რომ ეპიდემია შეიძლება, თანდათან შეკავდეს

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 2 დღეში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი და აქტიურ ავადმყოფთა რაოდენობა შემცირდა.

თუ სექტემბერში მილიონი აცრა ჩატარდა, ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ „სერიოზულად გავტეხავთ წელში პამდემიას“.

პანდემიის დაწყების შემდეგ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ყველაზე მეტი, 79 ადამიანი გარდაიცვალა.

27 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსი 4 031 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 73.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში 55 573 კოვიდინფიცირენულია (25 აგვისტოს იყოს 57 762, 26 აგვისტოს - 56 200), საიდანაც 7 493 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 189, აჭარაში - 1 011, იმერეთში - 1 184.

1 584 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 669, აჭარაში - 161, იმერეთში - 343. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 369 ადამიანი. მათგან თბილისში - 213, აჭარაში - 40, იმერეთში - 27.3 205 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 450 - თბილისში, 1 183 - აჭარაში. 44 875 ბინაზე მკურნალობს.

სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 12.1%.

საველე ჰოსპიტალი დიღომში გახსნიდან ერთ კვირაში დაიხურა.